23:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 14:56:48, 1370 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს

ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით კითხვებზე-პასუხისას განაცხადა.

გახარიას თქმით, პრობლემაა, როდესაც ხელისუფლება მოქალაქეების სიცოცხლისთვის იბრძვის, ოპოზიცია სპეკულირებს და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„სამწუხაროდ, პრობლემა ის გახლავთ, რომ როცა ჩვენ ჩვენი მოქლაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვიბრძვით იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შევუნარჩუნოთ, მაშინ სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულების და დივიდენტების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე. მე ძალიან კარგად მესმის ის, რასაც დღეს ჩვენ ვახერხებთ ჩვენი შეზღუდული რესურსებით, მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, საკმარისზე, საჭიროზე ნაკლებია, მაგრამ ყველას კარგად უნდ გვახსოვდეს, რომ ის რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე და ადამიანზე ზრუნვით. ყველა ის პროგრამა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ წარადგინა, ნიშნავს ფერმერზე ზრუნვას, ნიშნავს მასწავლებელზე ზრუნვას, ნიშნავს პოლიციელზე ზრუნვას და ნიშნავს საბოლოო ჯამში ჩვენს მოქლაქეებზე ზრუნვას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის. ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics