00:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 12:28:14, 1442 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში სენსორზე მომუშავე ლიფტებით სარგებლობენ

თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებული საჯარო უწყებების, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლები უკვე სარგებლობენ ლიფტებით, სადაც სტარტაპმა „სენსორ.ჯი"-მ სენსორული ღილაკები დაამონტაჟა.

აღნიშნულმა სტარტაპმა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამაში გაიმარჯვა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროგრამის მიზანია ისეთი სტარტაპების მხარდაჭერა, რომელთა პროექტებსაც შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით.  

სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია ერთ თვეზე მეტია, რაც მოქმედებს თბილისის ტექნოპარკის ლიფტში, სადაც ახალი ტექნოლოგიის მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თავად შეაფასა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ინოვაცია სამომავლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვირუსის გავრცელების კარგი საპრევენციო საშუალება გახდება, რადგან შეიზღუდება გარკვეული ტიპის ტექნიკასთან უშუალო - ხელით შეხება, რისი საჭიროებაც აქამდე არსებობდა.

სენსორული ღილაკით თავიდანაა აცილებული ღილაკთან ხელით შეხება. სენსორული ღილაკის სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო ფუნქციას შეასრულებს. სენსორული ღილაკის დამონტაჟება ასევე შესაძლებელია ბანკომატებსა და სხვა ობიექტებზე, სადაც მომხმარებელს ღილაკებზე უწევს თითით შეხება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics