|
2020-05-28 12:50:51, 1225 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია - შენება არც ერთი წამით არ უნდა შეჩერდეს
ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე, ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფონდ „ქართუს" დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „აქსის თაუერსში", დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სიმბოლურია, რომ ამ პროგრამის წარდგენა ხდება აქსის თაუერში, შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე. „სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ პროგრამას წარვადგენთ აქ, ამ შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე და 2008 წლის კრიზისის შემდგომ ეს სექტორი იყო აბსოლუტურად მიგდებული. ერთეული კომპანიები არიან, რომლებმაც გაუძლეს მაშინდელ კრიზისს სამშენებლო კომპანიების გარდა ჩვენი მოქალაქეებიც იყვნენ მიგდებულები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბინას იშენებდნენ და საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდნენ. ეს იყო ათასობით ადამიანი. 2012 წლის შემდგომ მთავრობა წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ პრობლემის მოგვარებას. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ პირველი პროგრამა, რომელიც იყო 2008 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის დღგ-ს შეღავათების გაკეთება და მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გაცოცხლდა. შემდეგ მერიამ დაიწყო თავისი პროგრამები, 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით და აქ ათასობით ადამიანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და რაც მთავარია, ისტორიის მქონე სამშენებლო კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცოცხლებულიყვნენ და გაეგრძელებინათ მუშაობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე, ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფონდ „ქართუს" დახმარება. ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ შენება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშენებლობა და ამ ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში, შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი წამით, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ. მოგეხსენებათ, პარალელურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი სისტემური პროექტი არ გაჩერებულა. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ კომპანიების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის უმძიმესი კრიზისი, იმ ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის კრიზისი და დღემდე ებრძვიან რეალობას, რომ მიიღონ, ის რაც ეკუთვნით და იმედია, უახლოეს პერიოდში, ერთობლივად ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)