06:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 16:58:12, 943 ნახვა

რეგიონი
სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების გადაცემის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

კალათების გადაცემის პროცესში, დღეს ქედის მერთან ერთად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ჩაერთო და წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მთავრობის საჩუქრები ვეტერანებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს.

ვეტერანებს ლევან გორგილაძემ და ზურაბ თენიეშვილმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. ,,მთელი ამ კრიზისული პერიოდის დროს მაქსიმალურ მხარდაჭერას ვგრძნობდი ყველასგან.

მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახისთვის სურსათით დახმარება, ოჯახის 3 წევრი შშმ პირია. უფრო მეტად კი გამოჩენილი ყურადღება მახარებს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას! - აღნიშნა ცხინვალის ომის მონაწილე ანზორ ბერიძემ.

ქედაში აჭარის მთავრობის ეგიდით, ამ ეტაპზე 2 506 მოწყვლადი ოჯახი ისარგებლებს დახმარებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics