|
2020-05-27 16:40:32, 1110 ნახვა
კომენტარი
იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ნუ ჰგონიათ, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე
„მე ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური რესურსი არ დარჩათ ამ ადამიანებს, რომ ამ ღამეზე ილაპარაკონ, საზოგადოებამ და ახალგაზრდებმა ზუსტად იციან და დღეს, როდესაც ამას კიდევ ახსენებენ, ნუ ჰგონიათ, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. რატი იონათამიშვილი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა. „რადიკალური ოპოზიცია მიეჩვია, რომ თავად დააშავებს რაღაცას და აბრალებს სხვას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ამ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული სახის სკანდალური აღიარება ვნახეთ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, როდესაც მან, ფაქტობრივად, ნიშნისმოგებით, კმაყოფილი სახით, თქვა, რომ გულწრფელი ახალგაზრდები, 20 ივნისის ღამეს გამოიყენა და გაწირა. ჩვენ ვნახეთ ამაზე ახალგაზრდების ჯანსაღი რეაქცია, რომლებმაც გააპროტესტეს ეს განცხადება, მაგრამ ამ რადიკალური ოპოზიციის არცერთი ლიდერიდან, არცერთი წევრისგან, ჩვენ არ მოგვისმენია ამ განცხადების შეფასება. სიჩუმე, ამ შემთხვევაში, ნამდვილად თანხმობას ნიშნავს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური რესურსი არ დარჩათ ამ ადამიანებს, რომ ამ დღეზე ილაპარაკონ, ამ ღამეზე ილაპარაკონ, საზოგადოებამ და ახალგაზრდებმა ზუსტად იციან და დღეს, როდესაც ამას კიდევ ახსენებენ, ნუ ჰგონიათ, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე",- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)