04:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 15:46:07, 1441 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიურო გაიხსნა

სააღსრულებო სერვისებით სარგებლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ვიზიტით უკვე შესაძლებელია;

აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა მოქალაქეთა პორტალზე my.gov.ge

დაჯავშნისთვის საჭიროა:

•             ეწვიოთ პორტალს ‪my.gov.ge

•             აირჩიოთ კატეგორია - იუსტიციის სახლში და ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა;

•             შეავსოთ საკონტაქტო ინფორმაცია და ვიზიტის დასაგეგმად საჭირო ველები;

•             ფილიალის ველში მიუთითეთ - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

•             მომსახურების ტიპში მიუთითეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება;

•             ვიზიტის დაჯავშნის დასტურად მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ მომსახურების მიღებამდე;

•             მომსახურების მისაღებად უნდა გამოცხადდეთ ზუსტ დროს და წარადგინოთ მიღებული შეტყობინება;

ვიზიტის ფარგლებში განცხადების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ერთ სერვისზე;

აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე;

ბიუროში არ დაიშვებიან ბავშვები და თანმხლები პირები;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 749 649





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics