04:23 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 13:42:42, 1335 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარების საკითხს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულ რეჟიმში არ ამუშავდება.

„29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იწყებს მუშაობას. პირველ ეტაპზე არცერთ შემთხვევაში არ გამოგვივა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმ რეჟიმში იმუშაოს, როგორც იანვარში ან გასულ წელს მუშაობდა. გარკვეული შეზღუდვები იქნება. მაგალითად, მძღოლის ბარიერი იქნება, რათა მძღოლი იყოს დაცული, პირბადეები იქნება მოთხოვნილი და ამის კონტროლს გააკეთებენ მუნიციპალური სამსახურები. ასევე საპატრულო პოლიციის დანაყოფები დაგვეხმარებიან განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც შიგნით ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics