06:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 11:36:22, 408 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში დღეს საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება

პრეზიდენტის სასახლეში დღეს საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის  უფროსის დავით პატარაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავი აღინიშნება.

„მნიშვნელოვანი დღეა, მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც  ქვეყნის უმთვრესი სამართლებრივი ჩარჩო კანონია 20 წელი შეუსრულდა“, - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

დავით პატარაიას განცხადებით, ღონისძიებას დაესწრებიან სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური  კორპუსის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საზეიმო მიღებაზე მოწვეულნი არიან მეორე მოწვევის პარლამენტის წევრები, რომელთა სახელსაც უკავშირდება, 20 წლის წინ, დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics