09:36 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 20:05:40, 1476 ნახვა

ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავების განხილვას დისტანციურ რეჟიმზე განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ COVID–19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით,

 სამსახურში საგადასახადო დავების განხილვა კვლავ დისტანციურ ფორმატში გაიმართება. აღნიშნული სისტემა (VEBEX-ს პროგრამის გამოყენებით) პროცესის მონაწილე მხარეს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის სასურველი ადგილიდან აწარმოოს ელექტრონული კომუნიკაცია და საქმის განხილვა.

 დავების დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე, წინასწარ ეგზავნება შეტყობინება, რომლის გაცნობაც მას მხოლოდ ორბიჯიანი ავტორიზაციის (ორბიჯიანი ავტორიზაცია რეგისტრირებული პირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის

 მიზნით შეიქმნა) გავლისა და შესაბამისი იდენტიფიცირების შემდეგ შეუძლია. აღნიშნული სერვისით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს პროცესის მონაწილე მხარეთა ჯანმრთელობის დაცვას და ამავდროულად, სწრაფ და შეუფერხებელი საქმისწარმოების განხორციელებას.

 ამასთან, აღსანიშნავია, რომ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, მნიშვნელოვნად მარტივდება გადასახადის გადამხდელთათვის დავის განხილვის პროცესზე დასწრების საკითხი, განსაკუთრებით კი იმ პირთათვის, რომლებიც იმყოფებიან რეგიონებში ან ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ

 დავის განმხილველ სხდომაზე დასწრებას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics