06:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 18:28:11, 1028 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს დისტანციური სწავლების მიმდინარეობა და ხარისხი, ისაუბრეს პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე.

აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობდნენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან. თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, აკადემიური წრეების ჩართულობთ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აღჭურვის პარალელურად მომზადდება, როგორც საუნივერსიტეტო კლინიკა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრტასტრუქტურული პროექტი განახორციელა - გაიხსნა ევროპული სტანდარტების, 200 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი,  ექსპლუატაციაში შევიდა  თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი სინქრონული თარგმანის ლაბორატორია, აშენდა ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების კვევითი ინსტიტუტი.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურული პროექტების დინამიკა და საუნივესიტეტო ცხოვრებაში არ უნდა შეიქმნას შეფერხებები.

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და უნივერსიტეტის რექტორი ესწრებოდნენ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეპიდემიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით წარმატებით მიმდინარეობს ელექტრონული სწავლება, მოქმედებს ელექტრონული პლატფორმა.

მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არცერთ სტუდენტს პანდემიის პერიოდში გადაუხდელობის გამო, არ შეჩერებია სტუდენტის სტატუსი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics