22:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 15:40:24, 1383 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე - სამთავრობო ცვლილებები მოხდება არა პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე, არამედ როგორც საჭიროდ მიიჩნევს ივანიშვილი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, არამხოლოდ ოპოზიციამ და საზოგადოებამ, არამედ უმრავლესობის წევრებმაც კი არ იციან როდის მოხდება მთავრობის ჩანაცვლება.

მისი თქმით, ცვლილებები მოხდება არა პოლიტიკური ლოგიკიდან, ქვეყნის ან ხალხის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე როგორ მიიჩნევს ამას მიზანშეწონილად ერთი ადამიანი.

„არავინ არ ვიცით, მათ შორის, არა მხოლოდ ოპოზიციამ ან საზოგადოებამ, არამედ არ იცის თვითონ პრემიერ-მინისტრმა, არ იციან მინისტრებმა, არ იციან უმრავლესობის წევრებმა თუ როდის და როგორ მოხდება მთავრობის ჩანაცვლება და პრემიერ-მინისტრის შეცვლა. ჩვენ გვახსოვს წინა პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ფეისბუქ პოსტების შედეგად მიდიოდნენ იმიტომ, რომ არც მათ და არც უმრავლესობის წევრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე თუ რა იყო ბიძინა ივანიშვილის გეგმები. ამიტომ ამ შემთხვევაშიც, ცვლილებები მოხდება არა პოლიტიკური ლოგიკიდან, ქვეყნის ან ხალხის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე როგორ მიიჩნევს ამას მიზანშეწონილად ერთი ადამიანი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics