06:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-24 19:35:16, 1362 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას და ბასილაშვილის საქმის შეფასებისგან თავს იკავებს

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას.

აღნიშნულის შესახებ ფედერაციის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ფედერაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთებისგან გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებს.

„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას. რაც შეეხება ნიკოლზ ბასილაშვილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ“, - აღნიშნულია ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. ბასილაშვილი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს მომდევნო სხდომა 16 ივლისსაა ჩანიშნული.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics