|
2020-05-23 13:21:16, 1726 ნახვა
ეკონომიკა
აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა მიმდინარეობს
აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის კვლევა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხელვაჩაურსა და ქედაში ტურისტული ღირსშესანიშნაოებების, ჩანჩქერების, მთებისა და ტურისტული ობიექტების კვლევას ანხორციელებს, რომელზე დაყრდნობითაც ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირების პროექტები მომზადდება. პროექტი გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით ლაზური თემატიკის ტურისტული პროდუქტის შექმნას, ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული ნამარხი ტყეებისა და იქ არსებული სამკურნალო ტალახების ლაბორატორიულ შესწავლასაც ითვალისწინებს. ხელვაჩაურში, სოფელ კაპნისთავის ტურისტული პოტენციალის კვლევის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო. მან ადგილობრივებთან და მოლაშქრეთა ფედერაციის წევრებთან ერთად სოფლის ტურისტული პოტენციალი დაათვალიერა, მათ შორის სოფელში არსებული ჩანჩქერები, ადგილობრივების მიერ შექმნილი ღია მუზეუმი და საოჯახო მარნები. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ახალი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება აჭარაში, რათა საშუალება გვქონდეს შევქმნათ, როგორც 2-3 დღიანი, ისე 2-3 საათიანი ტურისტული მარშრუტები. ეს მოგვცემს საშუალებას ყველა კატეგორიის ტურისტს შევთავაზოთ მათთვის სასურველი ხანგძლივობისა და სირთულის ტურისტული მარშრუტი მთიანაჭარაში მოგზაურობის დაგეგმვისას. ამ ეტაპზე, რეგიონში 15-მდე მარშრუტია მარკირებული ღვინის ტურიზმის, კულტურული ტურიზმის, ეკოტურიზმის, სამთო ტურიზმისა თუ სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის, რაც მთიანი აჭარის ულამაზესი ბუნებისა და ტრადიციების გაცნობის კარგ საშუალებას იძლევა“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)