19:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-22 18:50:27, 677 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო უნივერსიტეტთან ცხოველების დისკრიმინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მახლობლად მდებარე სკვერში ცხოველების დისკრიმინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ცხოველების უფლებების დაცვას ითხოვდნენ.  დემონსტრანტებმა  მოგვიანებით თბილისის საკრებულოსკენ მარშით გადაინაცვლეს.

მათ ტრანსფარანტები შემდეგი წარწერებით ჰქონდათ გამოტანილი - „დაიცავი სიცოცხლე“, „ნუ გახდები მკვლელი“. აქციაზე სხვადასხვა ქვეყნის - უკრაინის, ბრიტანეთის, ირანის მოქალაქეებიც იმყოფებიან.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას არასამთავრო ორგანიზაცია Vegan Georgia-ს თავმჯდომარემ ვახტანგ უშვერიძემ აღნიშნა, აქცია სპეცისიზმის წინააღმდეგაა მიმართული.

„ვმართავთ აქციას სპეცისიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ცხოველების უფლებების დაცვისთვის ვიბრძვით. მათ ისეთივე უფლებები აქვთ როგორც ჩვენ. მიგვაჩნია, რომ ისინი ისეთი დედამიწელები არიან, როგორც თითოეული ჩვენგანი. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდის ცხოველების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგ. ამიტომ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა ვახტანგ უშვერიძემ.

სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე სკვერში  საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. 

ცნობისთვის, 22 აგვისტო სპეცისიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics