|
2020-05-22 13:22:59, 1330 ნახვა
პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას სამცხე-ჯავახეთში ეცნობიან
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ საქართველოს რეგიონებში შეხვედრები იმართება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივ ფერმერებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე კაპანაძემ წარუდგინეს. „შეხვედრას, რომელიც ახალციხეში გაიმართა, ესწრებოდნენ, როგორც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, ასევე ფერმერები და სოფლის მოსახლეობა. საუბარი იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ანტიკრიზისულ გეგმაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათები ექნებათ ჩვენს ფერმერებს, რაც, ვფიქრობ, მათ შესაძლებლობას მისცემს, შემოდგომაზე უფრო მეტი მიწა დაამუშაონ. სახელმწიფო შეღავათები არის სამელიორაციო მომსახურებაზე, ასევე მოსავლის აღების სამუშაოებზე. ფერმერები მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ აგროდიზელზეც. მიწის მესაკუთრეებისთვის ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდია მნიშვნელოვანი დამატებითი მოტივაციაა მათთვის”, - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა. თორნიკე კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ფერმერებსა და აგრობიზნესით დაკავებულ პირებს გავაცნოთ ანტიკრიზისული გეგმა, რაც მოიცავს როგორც პირდაპირ, ასევე სექტორულ მხარდაჭერას. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამებით თითოეულ ფერმერს შეუძლია, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)