20:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 19:34:44, 1390 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: როდესაც ვუსმენ ჩვენი ოპონენტების კრიტიკას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ უმეტესობას არც აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი

„როდესაც ვუსმენ ჩვენი ოპონენტების კრიტიკას,  მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უმეტესობას არც აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი. იმიტომ, რომ საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც წერია ამ პროექტში. და საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც საერთოდ არ მოიცავს და არ ეხება აღნიშნული ინიციატივა", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას პანდემიასთან მიმართებით არ აქვს შეცდომების დაშვების უფლება და ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.

„მთავარია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხის და მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის იქნება ეს გადაწყვეტილებები უკეთესი და უფრო მეტად დაიცავს სტაბილურობას და იმ ბალანსს, რაც უფრო მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ასე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რომ ეს ბალანსი იყოს დაცული და ამ პასუხისმგებლობას იზიარებდეს ხელისუფლება. თუ ჩვენ ვისაუბრებთ პარლამენტის როლზე და ზედამხედველობაზე, დიახ, საქართველოს პარლამენტს აქვს ზედამხედველობა როგორც კანონქვემდებარე აქტების მიღების, ასევე შესრულების ნაწილში და ამ ზედამხედველობის ნაწილი არის თუნდაც ინტერპელაციის წესი, რომლის გამოყენების შესაძლებლობა მათ შორის, გააჩნია ოპოზიციასაც. ელემენტარული ცოდნა უნდა ამას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის და იმ ზედამხედველობის ინსტრუმენტების, რომლებიც დეპუტატებს გაგვაჩნია. მაგრამ ცხადია, ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმ ოპონენტებისგან, რომლებსაც ნორმალურად მიაჩნიათ, რომ მაგალითად საქართველოს პარლამენტის დარბაზში, თუნდაც პროტესტის ფორმით, მაგრამ ჟღერდებოდეს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics