17:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 10:18:42, 1284 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მე არ შემიწყალებია „პოლიტპატიმრები“ - საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან

„მე არ შემიწყალებია „პოლიტპატიმრები“. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან“, - ასე გამომეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პოსტს.

„უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მე არ შემიწყალებია „პოლიტპატიმრები“. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მადლობელი ვიქნები, რომ ეს გარემოება მხედველობაში იქნას მიღებული საქართველოში ვითარების კომენტირებისას“, - წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გამოეხმაურა პოლიტპატიმრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშივლის შეწყალებას.

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“, - დაწერა ფოტიგამ „ტვიტერზე“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics