|
2020-05-18 19:16:35, 1355 ნახვა
საზოგადოება
საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება
სექსუალური შევიწროების კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება. საჯარო უწყებებში სექსუალური შევიწროების გამოვლენის და რეაგირების შიდაორგანიზაციული მექანიზმების დანერგვაზე ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს. საჯარო სამსახურის ბიუროს და მთავრობის ადმინისტარციის თანათავმჯდომარეობით, საკითხზე მომუშავე ჯგუფის დისტანციური შეხვედრა უკვე გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი უწყებების მიერ უკვე გატარებულ ღონისძიებებზე და არსებულ გამოცდილებაზე. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა წარადგინა ორგანიზაციის პროგრესი ქვეყანაში სექსუალური შევიწროების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით. სამუშაო პროცესის შედეგად, შემუშავედება ერთიანი პროტოკოლები და პრინციპები თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს საჯარო უწყებამ სექსუალური შევიწროების ფაქტის დაფიქსირების დროს. 2019 წლის მაისიდან სექსუალური შევიწროება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი გახდა როგორც საჯარო სივრცეებში, ასევე სამსახურში, სასწავლებელში და სხვა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)