19:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 11:59:59, 643 ნახვა

საზოგადოება
23 აგვისტოს თბილისში რამდენიმე ავტობუსი განსხვავებული მარშრუტით იმოძრავებს

23 აგვისტოს 11:00 საათიდან საღამომდე მერაბ კოსტავას ქუჩაზე (სააკაძის მოედნიდან - სპორტის სასახლემდე) გაიმართება საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მე-3 ეტაპი, რაც გამოიწვევს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შესაბამისად, შეიცვლება მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები.

კერძოდ, მარშრუტი № 14, 29, 49, 51, 91, 92 და 150 იმოძრავებს შემოვლითი გზით: სააკაძის დაღმართი - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი. უკუმიმართულებით მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად: მერაბ კოსტავას ქ. - პეკინის ქ. - ვახტანგ ჭაბუკიანი ქ. - სააკაძის მოედანი (№ 92 და 150 მარშრუტი პეკინის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე).

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics