|
2015-08-20 17:16:05, 941 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ შუალედური არჩევნების ბოიკოტს არ უერთდება
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ 11 პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ მოწოდებას, შუალედური არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, არ უერთდება. როგორც ინაშვილი განმარტავს, „საქართველოს პტარიოტთა ალიანსის წარმომადგენლები“ ყოველთვის ღიად საუბრობდნენ საარჩევნო გარემოს სრულ რეფორმირებაზე, საარჩევნო სიების და ამომრჩეველთა რეალური სიის დაკომპლექტებაზე. „ გავეცანი 11 პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ მოწოდებას, შუალედური საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტის შესახებ. ვინაიდან არასდროს და არავისთვის შემიყრია თვალში ნაცარი, ვაცხადებ ნათლად და გასაგებად: მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ყოველთვის საჯაროდ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია საარჩევნო გარემოს სრული რეფორმირება. დაწყებული საარჩევნო სისტემით გაგრძელებული კომისიების დაკომპლექტებით, ამომრჩეველთა რეალური სიის ფორმირებით და დასრულებული არჩევნებში სავალდებულო მონაწილობით! ჩვენ საარჩევნო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე ვსაუბრობდით მაშინაც, როცა მაგალითისთვის, ბატონი კაციტაძე გულმოდგინედ აყალბებდა ამომრჩეველთა სიას და აყალბებდა არც მეტი, არც ნაკლები- სააკაშვილის რეჟიმის სასარგებლოდ! მიკვირს, რომ ბატონი კაციტაძე და არჩევნების სხვა გამყალბებლები დღეს არ ბრძანდებიან ციხეში. თუმცა კაციტაძე კი არა, სისხლის სამართლის უამრავი დამნაშავე არაა დასჯილი, ამიტომ ვცხოვრობთ პარადოქსების ქვეყანაში, სადაც შუალედური არჩევნების ბოიკოტირებისკენ მე, ირმა ინაშვილს სააკაშვილის რეჟიმის პარტნიორები: კაციტაძე, ხარატიშვილი, დავითაია და სხვები მომიწოდებენ“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა. ამასთან, პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, აღნიშნულ 11 პარტიაში ნახევარზე მეტი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ღია და ფარული პარტნიორები არიან. ირმა ინაშვილი განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ის ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წავიდა, რომ „ეს უზნეობა და პოლიტიკური პროსტიტუცია დაესრულებინა“. ამ 11 პარტიაში ნახევარზე მეტი მიხეილ სააკაშვილის ღია, თუ ფარული პარტნიორები არიან. აი, სწორედ იმიტომ წამოვედი ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში, რომ ეს უზნეობა, ეს პოლიტიკური პროსტიტუცია დავასრულოთ! ბოიკოტირების მომხრე ზოგიერთი სხვა პარტიისგან, არ დაგიმალავთ, შუალედურ არჩევნებში მხარდაჭერას ველოდი, მაგრამ ისინი პოლიტიკურმა შურმა შეიპყრო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი საარჩევნო სისტემის რეფორმირების ერთი-ერთი ინიციატორია, მიგვაჩნია, რომ მე, ირმა ინაშვილს (ამ საარჩევნო სისტემის პირობებში კი) საგარეჯოში გამარჯვების რეალური შანსი მაქვს და ეს შანსი ოპოზიციამ არ უნდა დაკარგოს! 11-ივე პოლიტიკურმა პარტიამ კარგად იცის, რომ დღეს საგარეჯოში არც ერთ მათგანს არ ჰყავს ირმა ინაშვილზე ძლიერი კანდიდატი. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ბოიკოტის მომხრე პარტიების ნაწილი საინიციატივო ჯგუფებით, ფარულად დააყენებს კანდიდატებს, რომ წინააღმდეგობა გამიწიონ არჩევნებში, მაგრამ ხალხი ყველაფერს ნათლად დაინახავს. ამიტომ მე კოლეგებისადმი სრულიად საპირისპირო მოწოდება მაქვს: გაერთიანდით და დამიჭირეთ მხარი შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში (საგარეჯოს ოლქში). ამით გამოჩნდება, როგორც თქვენი ზნეობრივი სიმაღლე, ისე პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. აჩვენეთ საზოგადოებას, რომ მზად ხართ დამახმაროთ, როგორც თქვენი წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში, ისე თქვენი პარტიების ადამიანური რესურსი!”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა. ცნობისთვის, 11 ოპოზიციური პარტია 2015 წლის ოქტომბერში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. არჩევნები მარტვილისა და საგარეჯოს ოლქებში უნდა ჩატარდეს. ბოიკოტის მიზეზი საარჩევნო კანონია.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)