11:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 13:54:03, 1797 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან მოლების გახსნისთვის რეკომენდაციები განიხილეს

ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის  პირობების ინსპექტირების  დეპარატამენტი   კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ  რეკომენდაციებზე   ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს აგრძელებენ.

დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ  დიდი მოლების წარმომადგენლებთან სავაჭრო ცენტრების გახსნასთან დაკავშირებული   კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეკომენდაციები განიხილეს.

შეხვედრას თბილისი მოლის, ისთ ფოინთის, სითი მოლის და თბილისი გალერიას ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილ რეგულაციებში დარგის სპეციფიკა გათვალისწინებულია და სავაჭრო ცენტრებში ახალი უსაფრთხოების სტანდარების დანერგვისთვის რამდენიმე დღე საკმარისია.

„ვაგრძელებთ სექტორულ შეხვედრებს ბიზნესთან. დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისის მსხვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სავაჭრო ცენტრებისთვის შემუშავებული სტანდარტები, რომელთა შესრულებაც ობიექტების გახსნისთვის სავალდებულოა.  ბიზნესის შენიშვნები  შემუშავებულ რეგუალციებში გათვალისწინებულია და რეგულაციების არსებით ნაწილზე  შეთანხმება შედგა. ასევე, შევთანხმდით  სავაჭრო ცენტრებში ახალი ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დანერგვის  ვადებზე და  იმედი გვაქს, რომ დროულად მოხერხდება აღნიშნული სექტორის გახსნა“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის  ამოქმედების გეგმის მიხედვით სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics