19:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 15:17:44, 532 ნახვა

საზოგადოება
13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა 12 ოჯახმა ბინა შეიძინა

13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა 12 ოჯახმა თბილისის მერიის მიერ გადარიცხული თანხით ბინა უკვე შეიძინა.

ჯიბუტების, ახალკაცების და ზანგურაშვილების ოჯახები ახლად შეძენილ ბინებში თბილისის ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ვაკის რაიონის გამგებელმა, ლაშა აბაშიძემ და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ მოინახულეს.

ჯიბუტების 11 სულიანმა ოჯახმა ანაზღაურება სულადობის მიხედვით აირჩია, ასეთივე ანაზღაურების მეთოდოლოგიას მიანიჭეს უპირატესობა ზანგურაშვილების  3 სულიანმა და ახალკაცების 7 სულიანმა ოჯახებმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა მათთვის ჩარიცხული თანხიდან ორ-ორი ბინა შეიძინეს. 

„დღეს მოვინახულეთ ოჯახები, რომლებმაც ჩვენს მიერ გადარიცხული თანხებით ბინები შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა  ჩარიცხული თანხიდან ორ-ორი ბინა შეიძინეს. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს დანარჩენ ოჯახებთან, სრულად ვართ მობილიზებულები და მათი მხრიდან ხელმოწერისთანავე ყველა ოჯახს გადაერიცხება შესაბამისი თანხა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამ დროისთვის თბილისის მერიის მიერ გადარიცხული თანხით 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა უკვე 12 ოჯახმა შეიძინა ბინა.  

20 აგვისტოს მდგომარეობით, თბილისის მერიამ 32 ოჯახს 8 860 396 ლარი გადაურიცხა.
მათგან 14-მა ოჯახმა აირჩია თანხის ანაზღაურება სულადობის მიხედვით, ხოლო 18-მა მათ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.

დღესვე, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლებმა დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაკრები გადასცეს.

მათი განცხადებით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის შეიძენს ტექნიკის ნაკრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics