12:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 13:37:16, 1489 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ სახის დამცავი ფარები გადასცა

დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 7,500 სახის დამცავი ფარი გადასცა. დამცავი აღჭურვილობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ.

UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარების კოორდინატორი დომინიკ პაპენჰაიმი ცენტრის  წარმომადგენლობას ეწვივნენ და მის დირექტორს ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდნენ. დამცავი ფარების გადაცემის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა საქართველოში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლასა და წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

მრავალჯერადი გამოყენების სახის დამცავი ფარები წარმოებულია საქართველოში გადამუშავებული პლასტიკური ბოთლებისგან ქართული კომპანიის CaucasPack მიერ ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით. ამ აღჭურვილობის მეშვეობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, უკეთ იქნებიან დაცული კორონავირუსის საფრთხისგან მათი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს.

    





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics