|
2020-05-14 11:35:09, 2173 ნახვა
ეკონომიკა
ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ საგადასახადო შეღავათებს ბიზნეს ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ვიდეო კონფერენციაში სხვადასხვა კომპანიის 120 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის საგადასახადო შეღავათები, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით აისახა მთავრობის ანტიკრიზიული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებში, მათ შორის, საუბარი შეეხო კომპანიებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებულ სახელმწიფო სუბსიდიას საშემოსავლო გადასახადზე, ასევე, ტურიზმის სექტორისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს, დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნების მექანიზმს. ,,ანტიკრიზისული გეგმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია მოქალაქეთა მიზნობრივი სიციალური დახმარება და ბიზნესის ხელშეწყობა. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები შეეხება სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას, რაც კომპანიებს დაეხმარება შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და კვალიფიციური კადრები. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ეპიდემიის შედეგად დაკარგეს შემოსავალი, სახელმწიფო მაქსიმალურად გაამარტივებს დახმარების მიღებისთვის საჭირო პროცედურებს განსაკუთრებით თვითდასაქმებულებთან მიმართებაში. ამასთან, ეკონომიკისა და ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამოქმედდება დღგ-ის ავტომატური დაბრუნების კიდევ უფრო გამარტივებული და სწრაფი მექანიზმი. მეწარმეს როგორც კი, პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, მას ავტომატურად დაუბრუნდება დღგ, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე," - აღნიშნა ლევან კაკავამ. როგორც ბიზნეს ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავსი ონლაინ შეხვედრის ორგანიზება დროული იყო და მათ მიეცათ შესაძლებლობა ბიზნესისთვის აქტუალურ ყველა კითხვებზე სრულყოფილი პასუხები მიეღოთ. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ და წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აღნიშნული ინიციატივისათვის და აქტიური კომუნიკაციისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. ონლაინ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს და ბიზნესასოციაციის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა და მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)