13:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 15:43:49, 1354 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - როდის რა კითხვის ნიშანი გაჩნდება ტესტების მიმწოდებლებთან მიმართებით, წინასწარ პროგნოზირება არ შეგვიძლია

კონკრეტულად როდის რა კითხვის ნიშანი გაჩნდება ტესტების მიმწოდებლებთან მიმართებით, ამის წინასწარ პროგნოზირება ჩვენ არ შეგვიძლია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ტესტების ხარისხის ან ფალსიფიცირების თაობაზე სიგნალის გაჩენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას რეგულირების სააგენტო მოახდენს.

„საქართველოში ყველა მომწოდებელი კომპანია რეგისტრირებულია და ეს ინფორმაცია შეგიძლია მოითხოვოთ რეგულირების სააგენტოსგან. რაც შეეხება იმ ტესტებს, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ, ეს ნუსხაც არის ძალიან დიდი და ჩვენ გაეროს სააგენტოებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აუცილებლად გავდივართ კონსულტაციას, ვიდრე ვიღებთ გადაწყვეტილებას ახალი ტესტების შესყიდვის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა კორეაში გამოყენებული ანტიგენების ტესტებთან მიმართებაში. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 50 000 ანტიგენების ტესტი, რომლის იმპორტი მოხდა კორეიდან, თუმცა მწარმოებელი ქვეყანა ამ შემთხვევაში არის ავსტრია. ასევე, გვაქვს გარკვეული რაოდენობის ანტისხეულების ტესტები როგორც ადგილზე, ასევე შესყიდვაში და ასევე, რეგისტრირებული მიმწოდებლისგან. კონკრეტულად როდის რა კითხვის ნიშანი გაჩნდება ამ მიმწოდებლებთან მიმართებით, ამის წინასწარ პროგნოზირება ჩვენ არ შეგვიძლია, ამას რეგულირების სააგენტო ადევნებს თვალს და თუ რომელიმე ქვეყანაში გაჩნდა სიგნალი ხარისხის ან ფალსიფიცირების თაობაზე, რეგულირების სააგენტო ამით დაინტერესდება, შესაბამის მოკვლევას ჩაატარებს და რეაგირებაც იქნება სათანადო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics