2020-05-11 11:58:43, 1578 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ადეიშვილის უკრაინის გენპროკურორის მრჩევლად დანიშვნაზე - სააკაშვილს ყოველ წინადადებაში იტყუება, დიდი შანსია ტყუილი იყოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილი ყოველ წინადადებაში იტყუება, ამიტომ დიდი შანსია ადეიშვილის უკრაინის გენპროკურორის მრჩევლად დანიშვნა ტყუილი იყოს.
„ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა და დღესაც არ ვიცით, რამდენად სწორია ის. თქვენ უსმენთ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს და ის ყოველ წინადადებაში იტყუება, აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ესეც ტყუილი იყოს, თუმცა, ბუნებრივია დაზუსტება ყველაფერს სჭირდება”, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარ მრჩევლად დაინიშნა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან