14:48 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 13:44:17, 1881 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 22 შემთხვევაა დადასტურებული

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 22 შემთხვევაა დადასტურებული. - დღეს ინფიცირებულებს 5 ახალი პაციენტი დაემატათ. ინფორმაციას სააგენტო, "რესი“ ე.წ. სანიტარულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფიცირებული14 რუსული სასწავლებლის კადეტია, შვიდი სამოქალაქო პირი და ერთი სამხედრო მოსამსახურე. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში 48 ტესტი გაკეთდა და ხუთი დადებითი პასუხი დადასტურდა. 

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ რეგიონში, კარანტინში 267 ადამიანი იმყოფება, 43 ადამიანი თვითიზოლაციაშია.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 6 მაისს დაადასტურეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics