05:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 15:38:19, 1975 ნახვა

კომენტარი
რიჟვაძე - ხვალიდან მოგვეცემა საშუალება, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში

„უკვე ხვალიდან მოგვეცემა საშუალება, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ აჭარაში მეშვიდე დღეა კოვიდ19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ბოლო ერთი კვირაა ჩვენ უკვე აღარ გვიფიქსირდება არც ერთი ინფიცირების შემთხვევა და ყოველდღიურად დაახლოებით 300 ტესტზე მეტი კეთდება. ჩვენ უკვე ხვალიდან მოგვეცემა საშუალება, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში.

რაც შეეხება სასტუმროებს, გარდა იმ ხელშეწყობის ღონისძიებებისა, დაწესებული იქნება, რომ მაქსიმალურად დაიცვან მათ ჯანდაცვის რეკომენდაციები და უსაფრთოხების ზომები. ამ კუთხით, სახელმწიფო უწყებებთან ერთად კერძო სექტორი მაქსიმალურად იქნება ჩართული. მნიშვნელოვანია ამ სტანდარტების გათვალისწინება როგორც შიდაკონკურენციის ნაწილში, იგივე სასტუმროებში, ასევე გლობალური კონკურენციის ნაწილში, რათა მაქსიმალურად დაინერგოს უსაფრთხოების სტანდარტები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics