18:26 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 10:43:54, 458 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი პენიტენციური დაწესებულებების ექიმებს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და პენიტენციური დაწესებულებების მთავარ ექიმებს შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო მიმართულება სამინისტროსთვის პრიორიტეტია და სამედიცინო პერსონალს, სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება გააცნო.

 კახიშვილის განმარტებით, პენიტენციური სისტემის მდგრადობას პენიტენციური ჯანდაცვის გამართულად მუშაობა უზრუნველყოფს. მინისტრი მზადაა თანამშრომლების მხრიდან პენიტენციური ჯანდაცვის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის წინადადებები მოისმინოს და საინტერესო მოსაზრებები გაიზიაროს. 

„ჯანდაცვის მიმართულება არის ჩვენი სამინისტროს პოლიტიკის პრიორიტეტი, უკვე რამდენიმე წელია ჯანდაცვის სისტემა ჩვენთან ძალიან ეფექტურია და ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ მოკლევადიან გეგმებზე, რომელიც გვაქვს, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ გრძელვადიანი რეფორმების კუთხით“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მინისტრის მხარდაჭერა მათთვის დიდი სტიმულია  და პენიტენციური ჯანდაცვის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების საფუძველი შეიძლება გახდეს.  

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მომდევნო შეხვედრა პენიტენციური ჯანდაცვის წარმომადგენლებთან  მომავალ კვირასაც იგეგმება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics