|
2020-05-07 09:15:41, 1374 ნახვა
საზოგადოება
დღეს ამსტერდამიდან საქართველოში 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება
დღეს ამსტერდამიდან საქართველოში 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება. ამის შესახებ საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. მისი თქმით, ბორტზე იმყოფებიან ტრანზიტული მგზავრები, 98 ადამიანი, საიდანაც 66 სტუდენტია. „საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს ამსტერდამიდან 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება. COVID-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს ნიდერლანდებიდან მესამე ჩარტერული რეისია. მგზავრთა შორის არიან ონკოლოგიური პაციენტები, ფეხმძიმე ქალბატონები, სტუდენტები და მეზღვაურები. ასევე, ამ რეისით ისარგებლებენ ტრანზიტული მგზავრები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ყველა მგზავრი ჩამოსვლის შემდეგ სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის. “შესრულდება ჩარტერული რეისი თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით. აღნიშნული ფრენით სამშობლოში დაბრუნდება 180-მდე მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ ბორტზე იმყოფებიან ტრანზიტული მგზავრები, 98 ადამიანი, საიდანაც 66 სტუდენტია. ასევე მგზავრებს შორის იმყოფებიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები. ასევე, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი, ტრანზიტული მგზავრებისთვის, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდებიან მოქალაქეები ამერიკიდან. 9 მაისს შესრულდება ბერლინი-თბილისის რეისი. ამ ეტაპზე სახელმწიფოს ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 9,800-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა”, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)