06:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 18:27:34, 1416 ნახვა

კომენტარი
კალაძე - ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება „ტროლები“ და „ბოტები“, არ ვიცი ვის აწყობს ეს ყველაფერი

ტროლებისა და ბოტებისთვის არავის სცალია, რადგან მთავრობა გადართულია კორონავირუსთან ბრძოლაზე, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, facebook-ის მიერ ყალბი ანგარიშების გაუქმების საკითხს.

მისი თქმით, ჩნდება კითხვები, თუ ვის აწყობს ამ ყველაფრის გაკეთება.

„ბევრი განცხადება კეთდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტროლები და ბოტები. მთელი სახელმწიფო იმაზეა გადასული, როგორ მოაგვაროს კორონავირუსის პრობლემა. უბრალოდ, ისმის კითხვა, ვის აწყობს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, Facebook-მა გუშინ 5 მაისს, „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი „ესპერსონა“ და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.

ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

ჯამში, სოციალური ქსელის გიგანტმა „ესპერსონასთან“ დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics