2015-08-18 19:01:38, 424 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი
"ჩვენთვის მთავარია, რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავის თაობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესში მთავრობა არ მონაწილეობს.
"რა თქმა უნდა ჩვენთვის მთავარია, რომ პროცესები აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართოს, რაც არ უნდა შეეცადონ ჩვენი ოპონენტები, აქ მთავრობის მონწილეობა არის გამორიცხული.ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე დავა, რომელიც სასამართლოში უნდა გაგრძლედეს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წილის დაბრუნების შესახებ სარჩელით მიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან