|
2020-05-05 17:30:40, 1461 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ მოსახლეობის ჩართულობით ცხაურების დემონტაჟი განახორციელა და დაახლოებით, 1 000 კვ. მეტრ ფართობზე სკვერს აწყობს. სამუშაოების შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცის ტენისის მაგიდები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა და დაიგება ბუნებრივი ბალახი. ასევე, სკვერის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოებიც, ირგვება კვიპაროზელას და ნეკერჩხლის ხეები. გამწვანების პროცესში გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ჩაერთო. აღნიშნულ პროექტს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჩვენი ჯგუფი“ შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 163 361 ლარია გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)