|
2020-05-05 10:34:32, 1360 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ათენიდან განხორციელდება
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ათენიდან განხორციელდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მესამე ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან. „საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ათენიდან თბილისის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მესამე ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან. მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკო პაციენტები, ქეხმძიმე ქალბატონები და მათი თანმხლები პირები, არასრულწლოვანი და ხანდაზმული მოქალაქეები. აღნიშნული რეისით ასევე ისარგებლებენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ტრანზიტულად მგზავრობდნენ საბერძნეთის გავლით და კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ ქვეყნის დატოვებას. ავიარეისით სამშობლოს დაუბრუნდებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად დარჩენილი იყვნენ თავშესაფრის გარეშე. საელჩოს ორგანიზებით მოხდება ჯანმრთელობის განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობის მქონე პირების სპეციალური რეანომობილით ტრანსპორტირება აეროპორტამდე. ასევე, ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, მოხდა იმ ჩვენი თანამემამულეების ათენამდე ტრანსპორტირება, ვინც კორნონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების პირობებში ვერ ახდენდა დამოუკიდებელ საქალაქთაშორისო გადაადგილებას. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ. 4 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,646 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 9,486 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი - ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)