04:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-18 17:02:29, 419 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია: ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა ადგილზე დაჯარიმებით უნდა შეიცვალოს

თბილისის მერი დავით ნარმანია „სითი პარკის“ თემას ისრაელიდან გამოეხმაურა. 

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიამ  სითი პარკთან ხელშეკრულებაში ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო. 

„ერთი თვის წინ ჩვენ „სითი პარკს“ შევთავაზეთ ცვლილებების ჩვენეული ვერსია და მივეცით ერთ თვიანი ვადა, რომ გაეანალიზებინათ ვითარება და მოეცათ არგუმენტირებული პასუხი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელშეკრულება შევცვალოთ ისე, რომ მოხდეს ქალაქზე მიყენებული ზარალის კომპენსაცია. ამასთან, დაჯარიმების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბალანსი და თანაბრად განაწილდეს შემოსავლები „სითი პარკსა“ და ბიუჯეტს შორის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, უნდა აიკრძალოს ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა და შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით. 

„უნდა განხორციელდეს ეს და სხვა მსგავსი ხასიათის ცვლილებები, რამაც უნდა დაასრულოს ამ ერთი კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების განვითარებაზე. კერძოდ, თბილისის მერის თქმით, ტარდება კვლევა კონკრეტული ტერიტორიების ასარჩევად, რამაც ამ თვალსაზრისით „სითი პარკის“ მონოპოლიური მდგომარეობა უნდა შეასუსტოს.

„ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკურ პოპულიზმზე აგებულ განცხადებებს და საქმიანად გვსურს პრობლემის მოგვარება. ამასთან, გვინდა ავღნიშნოთ, რომ თუ „სითი პარკი“ არ წამოვა გონივრულ ცვლილებებზე, თბილისის მერია უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებას არ გამორიცხავს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

თბილისის მერი ისრაელში ვიზიტით იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics