|
2020-05-04 18:38:38, 1374 ნახვა
საზოგადოება
ბელორუსია და რუსეთი 9 მაისის აღლუმის გაუქმებას არ გეგმავს
ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, გამარჯვების აღლუმის გაუქმების მიზეზი არ არსებობს, მისი თქმით ეს არ მოახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გავლენას. მან ასევე აღნიშნა, რომ მინსკისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა რასაც ვერ გადადებს. „არავის ვაძალებთ და არავის მივათრევთ სღლუმზე, დარწმუნებული ვარ, რომ დაძალების გარეშეც ბევრი ხალხი მოვა“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ისევე როგორც ბელორუსია ასევე რუსეთიც გადაჭრით გეგმავს აღლუმის ჩატარებას. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიური მდგომარეობისა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პაესკოვმა მედია სააგენტოებს განუცხადა, რომ აღლუმის გადადებასა და შეზღუდვებზე საუბარი არ არის, მიუხედავად მოსკოვში არსებული შეზღუდვისა, რომლის თანახმადაც იკრძალება 5000 კაცზე მეტი საჯარო თავყრილობა. ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით ბოლორუსიაში დაავადებულთა რიცხვი 17,489 ადამიანს აღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 103 ადამიანს შეადგენს. ხოლო რუსეთის მდგომარეობა ბევრად მძიმე ნიშნულს აღწევს, რომლითაც იგი საფრანგეთს უტოლდება. რუსეთში ინფიცირების 145,268 შემთვევა დაფიქსირდა, ხოლოდ 1,356 ადამიანია გარდაცვლილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)