|
2020-05-04 11:20:42, 1331 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - ხვალიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ. მისი თქმით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო კორონავირუსზე ყოველდღიურ შემოწმებებს კვლავ გააგრძელებენ. „მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 მაისიდან, ხვალიდან გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიებმა და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებაზე. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებულნი სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას ხვალიდან. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომლებსაც ახორციელებს სპეციალური ჩამოყალიბებული გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებებს. მინდა თითოეული კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ პასუხისმგებლობით მოეპყრნონ მათ ყოველდღიურ საქმიანობას“, - განცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)