20:41 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-03 18:34:00, 1944 ნახვა

რეგიონი
სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აწარმოებენ

სოფელ მუშევანში ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი, ეპიდემიოლოგებთან ერთად ინფიცირებული მოქალაქეების კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.

ეპიდემიოლოგებთან ერთად სოფელში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ეპიდემიოლოგებისა და ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 4 მაისს ლუგარის კვლევითი ცენტრის ჯგუფები სოფელში დადასტურებული კონტაქტებიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღებას დაიწყებენ.

„სოფელში მედიკოსებთან ერთად ვიმყოფებოდით. მუშევანის მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ შემდგომი ვლევებთან დაკავშირებით. ხვალ მედიკოსთა ჯგუფები მოსახლეობის ბიოლოგიური ნიმუშების აღებას დაიწყებენ. ჩვენს მედიკოსებს ლუგარის კვლევითი ცენტრის ჯგუფებიც შეუერთდებიან. ვფიქრობ, სოფლის მოსახლეობას მკაფიოდ ესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სოფელში მედიკოსების მუშაობას. დღეს მედიკოსები შესაბამის სამუშაოებს შეფერხების გარეშე აწარმოებენ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics