|
2020-05-02 15:28:38, 1987 ნახვა
საზოგადოება
დღეისათვის საქართველოში 28 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს
2 მაისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა გლდანის აგრარული ბაზრის ფუნქციონირების განახლების მიზნით, ბაზრის ადმინისტრაციას და მოვაჭრეებს შესაბამისი რეკომენდაციები გააცნეს. სამუშაოების მიმდინარეობასა და არსებულ ვითარებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე გაეცნენ. ბაზრის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბაზრის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები, რათა ბაზარმა ხვალიდან განაახლოს ფუნქციონირება. 2 მაისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. აგრარული ბაზრების მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)