|
2020-05-01 14:46:59, 1928 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა -4%-ით დაასრულებს, თუმცა გვაქვს შანსი 2021 წელს 20%-იან ზრდას დავუბრუნდეთ
ვცდილობთ ვმართოთ პროცესი, რომ ეს არ გახდეს ჩვენთვის სავალალო თუმცა ელევანდელ წელს ჩვენი ეკონომიკა მინუს 4%-ით დაასრულებს - ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა ორჯერ უფრო სწრაფად ვითარდებოდა ვიდრე მსოფლიო და ოთხჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ევრო ზონა. „მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მიმართულია, შეარბილოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრისიზის დარტყმა საქართველოზე და მის მოსახლეობაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ანტი კრიზისული გეგმა ბიზნესის მხარდასაჭერად არის მიმართული საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია ცალკეულია დამიანის მხარდაჭერა, სამუშაო ადგილების და შემოსავლების შენარჩუნება. გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი მთელ მსოფლიოს დაუდგა და საქართველო, როგორც გლობალური მსოფლიოს ნაწილი არარის გამონაკლისი. 2019 წელს ძლიერი აღმავალი ტენდენცია გვქონდა და ეკონომიკურად ორჯერ უფრო სწრაფად ვვითარდებოდით ვიდრე მთლიანად მსოფლიო და ოთხჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ევროზონა. თუმცა დაიწყო ეკონომიკური რეცესია და კრიზისი, რაც იქნება უარყოფითი ზრდის მომტანი როგორც მთლიანად მსოფლიოს ასევე საქართველოსთვის. განსაკუთრებით გაუჭირდება ევროპას, სადაც ჯერ კიდევ მძვინვარებს კრიტიკული პერიოდი. ასევე საქართველოში ჩვენც, ძალიან ეფექტურად, თუმცა კვლავ ვებრძვით ინფექციას და ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ ვმართოთ ეს პროცესი და ის არ გახდეს ჩვენთვის კრიტიკული და სავალალო შედეგის მომტანი. მიუხედავად ამისა, წლევანდელი წელი მინუს 4%-ით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენი ეფექტური პოლიტიკის და ანტიკრიზისული გეგმის შედეგად, ჩვენ გვაქვს შანსი 2021 წელს კვლავ გავიზარდოთ, დავუბრუნდეთ ზრდის პოზიტიურ ტრაექტორიას და სულ მცირე 20%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რომელცი დაახლოვებით ევროპის ტემპს უდრის.“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)