|
2020-04-30 15:18:20, 14189 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - დღეს გვქონდა პიკი, რადგან კორონავირუსზე 1096 კვლევა ჩატარდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსზე 1096 კვლევა ჩატარდა. მისი თქმით, შემდგომში იგეგმება კვლევების 1500-დან 1700-მდე გაზრდა. „დღეს გვქონდა შეხვედრა მინისტრთან, სადაც განვიხილეთ კიდევ უფრო გაფართოება ლაბორატორიული კვლევების. დღეს გვქონდა ჩვენ პიკი, 1096 კვლევა ჩატარდა 12 ლაბორატორიაში, ერთ დღში. მომდევნო კვირიდან კიდევ სამი კვლევითი ცენტრის დამატებაა გათვალისწინებული და გვინდა, რომ მაისის 15 რიცხვამდე დღიურად, დაახლოებით, 1500-დან 1700-მდე კვლევა ვაწარმოოთ. მეორე ეტაპზე კი ვაპირებთ 2000-დან 2500 კვლევამდე ასვლას. ეს აუცილებელია, როდესაც ხდება შემსუბუქება შეზღუდვების. აუცილებელია ფართო ხელმისაწვდომობა იყოს „პისიარ“ კვლევებზე და მეორეს მხრივ, ჯანდაცვის სისტემის ჰოსპიტალური სისტემის სრულ მზადყოფნაზე. ვფიქრობ, დღემდე გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვიყვანა აქამდე, რომ დღეს, ჩვენთან ინფექცია ისევ დუნედ იზრდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)