09:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 14:32:58, 1412 ნახვა

პოლიტიკა
„ლელო საქართველოსთვის“ მთავრობას სამ მილიარდიანი საგარანტიო ფონდის შექმნას სთავაზობს

 „ლელო საქართველოსთვის“ მთავრობას სამ მილიარდიანი საგარანტიო ფონდის შექმნას სთავაზობს, - აღნიშნულის შესახებ დღეს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა იმ ბიზნესს, რომელიც არის გაჩერებული, მათ უნდა მივცეთ საბრუნი კაპიტალი ერთი პირობით, ერთი პირობით, რომ ისინი შეინარჩუნებენ თავიანთი თანამშრომლების 80%-ს.

„არ არის განსხვავება ადამიანმა დაკარგა სამუშაო, თუ ის იყო თვითდასაქმებული. იმიტომ, რომ ჩვენ თუ ვსაუბრობთ ადამიანზე აქ დღეს იმის გარჩევის დრო არ არის, რომ ის დასაქმებული იყო, თავისით მუშაობდა, რეგისტრირებული იყო თუ ჰქონდა ოფიციალური სამსახური. თუ ჩვენი ამოცანაა, რომ მათ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ, მაშინ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს ეს დახმარება.

ჩვენი გათვლებით სამი თვის განმავლობაში ოჯახი თვეში მიიღებდა 1 000 ლარს. 3 მილიარდიანი ფონდი იქნება ნულოვანი ინტერესით და ყველა იმ ბიზნესს, რომელიც არის გაჩერებული, მათ უნდა მივცეთ საბრუნი კაპიტალი ერთი პირობით, ერთი პირობით, რომ ისინი შეინარჩუნებენ თავიანთი თანამშრომლების 80%-ს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics