17:23 - 07 Jun, 2026
|
2020-04-29 10:55:09, 3796 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სამ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სამ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს. მისი თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტია მოთავსებული, რომელთა უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. „ჩვენს ცენტრში არის 42 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები უკვე 63-ია ჩვენთან. გუშინ სამ პაციენტთან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი ტესტის პასუხი და სამივემ დატოვა კლინიკა. პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. ამ ეტაპზე 3 პაციენტი განიხილება მძიმე პნევმონიით დაავადებული. მოზარდების რაოდენობა არის 11 და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)