17:23 - 07 Jun, 2026
|
2020-04-28 19:46:37, 14074 ნახვა
ომი უკრაინაში
საფრანგეთის პრემიერი - კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ერთ თვეში 62 000 სიცოცხლე გადაარჩინა
კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ერთ თვეში 62 000 სიცოცხლე გადაარჩინა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა. როგორც ქვეყნის პრემიერმა აღნიშნა, საკარანტინო შეზღუდვების შენარჩუნება რისკია ეკონომიკისთვის, ამიტომ ეტაპობრივად უნდა დაიწყოს აღნიშნული ზომების შემსუბუქება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა დაიწყონ და ისწავლონ ვირუსთან ერთად ცხოვრება, ასევე მისგან თავის დაცვა. ცნობისთვის, საფრანგეთის მთავრობას სურს, რომ 11 მაისის შემდეგ ყოველკვირეულად სულ მცირე 700 000 ტესტირება ჩაატაროს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)