17:22 - 07 Jun, 2026
|
2020-04-28 16:30:08, 13779 ნახვა
ომი უკრაინაში
შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ბოლნისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 5 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლნისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 5 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ქვემო ქართლში რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებული პირები საკარანტინო ზონებში იმყოფებოდნენ. „ჯამურად თეთრიწყაროში გვაქვს 22 დადასტურებული შემთხვევა. ეპიდემიოლოგები თეთრიწყაროს რაიონში მუშაობას განაგრძობენ. ისინი იმ კონტაქტებს იკვლევენ, რომლებიც ინფიცირებულებთან არის დაკავშირებული. მკაცრ საკარანტინო რეჟიმში 40 ადამიანი იმყოფება“,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. ცნობისთვის, ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 93, ხოლო თეთრიწყაროს რაიონში 22 დადასტურებული შემთხვევაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)