|
2020-04-28 15:31:03, 1362 ნახვა
საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი - თუ ეპიდემიოლოგების მხრიდან რჩევა იქნება, მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მარნეულში, ბოლნისსა და ქობულეთის სოფლებშიც მოიხსნება
ორ გეოგრაფიულ პუნქტში დღეს უკვე მოიხსნა დაწესებული მკაცრი შეზღუდვები და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, თუ სპეციალისტების მხრიდან ასეთი რეკომენდაციები იქნება სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან დაკავშირებითაც, საკარანტინო რეჟიმები იქაც მოიხსნება. „როგორც ირაკლი ჩიქოვანის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე აღინიშნა, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა და კარანტინი გაუქმდა იმიტომ, რომ თერმოსკრინინგის და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შედეგად ჩვენ მივიღეთ მეტნაკლებად დასტაბილურებული სიტუაცია, მოიხსნა რისკები. შესაბამისად, ის შეზღუდვები, რომლებიც მოქალაქეებს დაწესებული ჰქონდათ და მოგეხსენებათ საკარანტინე ზონებად გამოცხადებულ ტერიტორიებზე გაცილებით მეტი შეზღუდვა მოქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩავთვალეთ, რომ ეს შეზღუდვები საჭირო აღარ იყო, დავეყრდენით პირველ რიგში ეპიდემიოლოგების რჩევებს და თუ ასეთი რეკომენდაციები იქნება ეპიდემიოლოგებისგან და შესაბამისი სპეციალისტებისგან იგივე მარნეულთან, ბოლნისთან, ან ქობულეთის სოფლებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იქაც გაუქმდება შესაბამისი რეჟიმები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)