|
2020-04-28 14:01:55, 14958 ნახვა
საზოგადოება
ლენტეხსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა
ლენტეხსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეიდან ორივე გეოგრაფიულ პუნქტში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. „როგორც თქვენთვის ცნობილია, ლენტეხის მუნიციპალიტეტში 10 აპრილიდან და ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში 13 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული რეჟიმი, რის ფარგლებშიც დაახლოებით 4 500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. ასევე ჩატარდა შესაძლო კერების ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, დღეიდან სპეციალური რეჟიმი ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იქნება მოხსნილი და 28 აპრილიდან იქ იმოქმდებს ის შეზღუვები, რომლებიც მოქმედებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როგორ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ასევე სოფელ ხიდისყურში იყო ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები. გამოკვლეულია აბსოლუტურად ყველა კონტაქტი. მაქსიმალურად არის შემოწმებული ყველა ადამიანი, თითოეული მოსახლე ამ ტერიტორიაზე, შესაბამისად, ამ ყველაფრის ანალიზმა მოგვცა ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)