16:24 - 07 Jun, 2026
|
2020-04-28 10:34:08, 8029 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტია მოთავსებული
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტი დაემატა. მისი თქმით, 4 პაციენტი ბოლნისიდან და შინდისიდანაა გადმოყვანილი. „დადასტურებული დიაგნოზით არის 54 და დაემატა 7 პაციენტი. აქედან 4 გადმოყვანილია უკვე დადასტურებული დიაგნოზით, ხოლო 3 პაციენტის დიაგნოზი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში. გუშინ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკიდან. 18 წლამდე ასაკის პირები არიან 11. ერთი პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. 11 პაციენტი არის საყურადღებო, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გადმოყვანილი პაციენტები არიან ბოლნისიდან და შინდისიდან“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)