|
2020-04-27 17:46:07, 1856 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს
„საქართველოს ბანკი“ განათლების ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატფორმა „კაიკონას“ ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სასკოლო განათლებაში ტექნოლოგიური დამხმარე საშუალებების შექმნის მიზნით ჰაკათონი გაიმართება. ჰაკათონის მიზანია სკოლის მოსწავლეებისთვის (მეშვიდედან - მეთორმეტე კლასის ჩათვლით) სწავლების პროცესი უფრო საინტერესო, მარტივი და ადვილად აღსაქმელი გახდეს. არსებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლების გაციფრულება. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე სულ რამდენიმე დამხმარე საშუალება, ვებგვერდი, აპლიკაცია, თუ ვიდეო არსებობს, რომელიც სასკოლო მასალის ათვისების პროცესში აქტიურად გამოიყენება. იმისთვის, რომ მოსწავლეებს სწავლების პროცესი მაქსიმალურად უფრო კომფორტული გავხადოთ, ჰაკათონის მთავარი ამოცანა იქნება სასკოლო მასალის ვიზუალიზაცია, ათვისება და გააზრება უფრო ინოვაციური გახდეს. ჰაკათონი 9-10 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოსწავლეს თუ მასწავლებელს შეუძლია. მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა ტექნოლოგიების, გრაფიკული დიზაინის, განათლების, ფსიქოლოგიის, ანიმაციის, პროექტის მენეჯმენტის და სხვა კრეატიული სფეროებიდან რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე უნდა გაიარონ: ჰაკათონის 40-მა მონაწილემ 72 საათის განმავლობაში ქართველი მოსწავლეებისთვის უნდა მოიფიქრონ და შექმნან ტექნოლოგიური გადაწყვეტა: ვიდეო, ანიმაცია, ვებგვერდი, ონლაინ თამაში, აპლიკაცია ან პროგრამა. გამარჯვებული იდეის შერჩევის ერთი-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება მისი განხორციელებადობა, რათა იდეა თუ პროდუქტი მარტივად ინტეგრირდეს სასკოლო განათლების პროცესში. ჰაკათონის ფარგლებში პირველი ინფორმაციული, ონლაინ შეხვედრა 8 მაისს გაიმართება, სადაც ორგანიზატორები და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები ისაუბრებენ განათლებისა და ტექნოლოგიების შესახებ. ისინი ჰაკათონის მონაწილეებს გააცნობენ არსებულ გამოწვევებს. მისცემენ რჩევებს, თუ რა კუთხით შეუძლიათ მიმართონ საკუთარი კრეატიული გადაწყვეტები. შემდეგი ორი დღის განმავლობაში დაკომპლექტება ჯგუფები და დაიწყება იდეებზე მუშაობა. მესამე დღის ბოლოს, 10 მაისს იქნება ონლაინ პრეზენტაციები ჟიურის წინაშე. მოგებულ სამ იდეასა და გუნდს გადაეცემა პრიზი, რათა მათ შეძლონ საკუთარი იდეის განხორციელება. ჰაკათონის შემდეგ გამარჯვებულ სამ გუნდს მენტორი სამი თვის განმავლობაში დაეხმარება მათი იდეის დახვეწასა და განვითარებაში. განათლების შესაძლებლობები უსაზღვროა
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)