16:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-16 13:51:20, 544 ნახვა

საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად დღეიდან დაიწყო

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად დღეიდან იწყება. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. გარემოს დაცვის სამინისტრო მოგიწოდებთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იმოქმედოთ ნადირობისთვის ნებადართულ ტერიტორიებზე და დაიცვათ ის მოთხოვნები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2016 წლის 1 მარტს დასრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 ან იხილეთ სამინისტროს ვებ და Facebook გვერდები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics